რამდენიმე პროდუქტი, რომლებიც დაძინებას გაგვიადვილებს, დაწოლამდე 2 საათით ადრე უნდა მივიღოთ.
მათ შორის პირველი ადგილი ნუშს უჭირავს. ის მაგნიუმს შეიცავს, რაც ძილს და კუნთების მოდუნებას უწყობს ხელს.
მეორე ადგილზე გვირილის ან მწვანე ჩაია. შემდეგ მოდის ბანანი, რომელიც ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმსა და კალიუმს. იოგურტი, ყველი ან რძე კალციუმს შეიცავს, რაც აუცილებელია სტრესის მოსახსნელად და ნერვული ბოჭკოების სტაბილიზაციისთვის.
ძილისწინ არსაკმარისი ცილის ან ნახშირწყლების მიღება სისხლში გლუკოზის დაქვეითებას იწვევს, რამაც 2-3 საათში შეიძლება გამოგაღვიძოთ. ამიტომ მიირთვით მაგრად მოხარშული კვერცხი. ბოლოს კი ერთ ჭიქა ალუბლის წვენი დაგეხმარებად სწრაფად დაიძინოთ.