ქალაქ თბილისში ჩატარდა ღია პირველობა მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 150 -მდე ბავშვი მონაწილეობდა.
ფორუმზე, წარმატებით გამოვიდნენ ლანჩხუთის სპორტული ცენტრის აღსაზრდელები (მწვრთნელი კახაბერ გუჯაბიძე), რომლებმაც მეორე და მესამე საპრიზო ადგილები დაისაკუთრეს.
ვაჟებში მინი -კადეტებს შორის მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო შაკო დვალიშვილმა და მეორე ადგილის მფლობელი ღირსეულად შეიქნა, ხოლო ამავე ასაკის გოგონებში ანი ჩხაიძემ მესამე ადგილი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთში სპორტის ეს სახეობა დიდი ხანი არაა, რაც სპორტული ცენტრის ეგიდით ფუნქციონირებს და მიუხედავად ამისა უკვე გამოიკვეთა რამდენიმე ბავშვი, რომლებსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.