თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, გეგი ნიჟარაძეს ძალადობაში ადანაშაულებენ. დღეს ამის შესახებ მორიგი ფარული ჩანაწერი გამოქვეყნდა.
ფარული აუდიოჩანაწერი არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორმა' გაავრცელა. მათი მტკიცებით, გეგი ნიჟარაძე ერთ-ერთ თანამშრომელს აიძულებს ნებით დატოვოს თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამ პირის ბრძანების საფუძველზე გათავისუფლებით იმუქრება.
ფარული ჩანაწერი თავად მერიის თანამშრომელმა გააკეთა, რომელიც საკუთარი ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს. პირი, რომელსაც ნიჟარაძე სამსახურის დატოვებას სთხოვდა, მერიაში 2010 წლიდან მუშაობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ნიჟარაძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს და აცხადებს, რომ ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულია.