ქალაქ თბილისის ვიცე-მერს, ალექსანდრე მარგიშვილის, რომელიც დაკავებულ თანამდებობას მერის გადაწყვეტილებით, მარტიდან დატოვებს, დეკლარაცია მიმდინარე წლის 13 იანვარს აქვს შევსებული.
დეკლარაციის მიხედვით, ის 50%-იანი წილის მფლობელია (დანარჩენ 50% ფლობს მისი მეუღლე) თბილისში, დიღმის მასივში მდებარე 54.74 კვ.მ ფართობის ბინის.
მარგიშვილს მიმდინარე სახელფასო ანგარიშზე თანხა არ უდევს, ისევე როგორც არ აქვს ანაბარი გახსნილი.
რაც შეეხება, მის სხვა საბანკო ანგარიშებს, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ვიცე-მერს არაერთი საკრედიტო ბარათი აქვს.
თიბისი ბანკი 5 000.00 დოლარი (5 562.18 დოლარი გასავლი); საქართველოს ბანკი 4 000.00 ლარი (5273.55 ლარი გასავალი); თიბისი ბანკი, სამომხმარებლო სესხი 10 000.00 დოლარი (7 469.89 დოლარი გასავალი); თიბისი ბანკი, სამომხმარებლო სესხი 10 000.00 დოლარი (9 676.24 დოლარი გასავალი); თიბისი ბანკი, სამომხმარებლო სესხი 10 000.00 დოლარი (9 024.53 დოლარი გასავალი); საქართველოს ბანკი, მიმდინარე სესხების გადაფარვა/პორტირება 75 276.05 ლარი (15 716.54 ლარი გასავალი).
ალექსანდრე მარგიშვილს, ვიცე-მერის პოსტზე მუშაობის პერიოდში, ხელფასის სახით მიღებული აქვს 31 918.00 ლარი.
რაც შეეხება მისი ოჯახის წევრების ქონებას, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ვიცე-მერის მეუღლე სალომე ღვინიაშვილი, მეუღლესთან ერთად, 50%-იანი წილის მფლობელია, თბილისში, დიღმის მასივში მდებარე 54.74 კვ.მ ფართობის ბინის.
სხვა სახის ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ოჯახი არ ფლობს. ისევე, როგორც ალექსანდრე მარგიშვილის მშობლები.
აღსანიშნავია, რომ მარგიშვილის, წინა წლის დეკლარაციაც, რომელიც 2014 წლის 6 იანვარსაა შევსებული, ანალოგიურია. განსხვავება 2015 წელს, მხოლოდ მიმდინარე სესხების საქართველოს ბანკში პორტირებაა.