(გურია ნიუსი, იზურგეთი) _ როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება ოზურგეთში აქტიურად მიმდინარეობს. ამ პროცესში ჩართული იყვნენ როგორც არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციები, ისე უბრალო მოქალაქეები.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც ხელმოწერებს აგროვებდა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარა-გურიის მესამე განყოფილებაში დაიბარეს და ახნა-განმარტება ჩამოართვეს.
ინფორმაციის გადამოწმება შესაბამის სტრუქტურებთან შეუძლებელია.