გადაღების ადგილი და თარიღი უცნობია; ქვევით ზის მიხეილ ბერძენიშვილი, მარცხნიდან: ბორის პაიჭაძე ბავშვთან ერთად, ვლადიმერ ბერძენიშვილი, ალექსანდრე დოროხოვი, გრიგოლ გაგუა, ზევით – ვლადიმერ ჯორბენაძე.
ბორის სოლომონის ძე პაიჭაძე – ქართველი ფეხბურთელი, თბილისის ''დინამოს'' თავდამსხმელი, კლუბში თამაშობდა 1936-1951 წლებში, მწვრთნელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი (1944), მის სახელს ატარებს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო სტადიონი; მიხეილ ირაკლის ძე ბერძენიშვილი – ქართველი ფეხბურთელი, თბილისის ''დინამოს'' ნახევარმცველი და თავდამსხმელი, კლუბში თამაშობდა 1936-1946 წლებში; ალექსანდრე ანტონის ძე დოროხოვი – ფეხბურთელი, მეკარე, დიდი პერიოდის მანძილზე თამაშობდა თბილისის ''დინამოში'', 1933 წლის საუკეთესო ფეხბურთელი; ვლადიმერ ირაკლის ძე ბერძენიშვილი – ქართველი ფეხბურთელი; გრიგოლ ათანასეს ძე გაგუა – ქართველი ფეხბურთელი, თბილისის ''დინამოს'' ნახევარმცველი, კლუბში თამაშობდა 1936-1950 წლებში, მწვრთნელი, სპორტის დამსახურებული ოსტატი (1948); ვლადიმერ კლიმენტის ძე ჯორბენაძე – ქართველი ფეხბურთელი, მცველი, თამაშობდა თბილისის ''დინამოში''.