https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გაუზარდა თუ არა ჩოხატაურს კვერცხების რაოდენობა თემურ ჭკუასელმა

11:02; 26.02.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატს თემურ ჭკუასელს ამომრჩეველი შეუსრულებელ დაპირებებს, დიდი ხანია, ახსენებს. ჭკუასელს ჩოხატაურელები უყურადღებობაშიც ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, რომ დეპუტატმა ისინი საარჩევნოდ გამოიყენა.

თავად ჭკუასელი პრეტენზიებს არ იღებს და ამბობს, რომ ჩოხატაურისთვის ბევრ რამეს აკეთებს:

_ მე მიყვარს აზრიანი და ლოგიკური შენიშვნები. როდესაც ამბობენ, არ ასრულებს დაპირებებსო, მოკლედ უნდა მითხრან, რომელი დაპირება გავეცი და რომელი არ შევასრულე…

_ მაგალითად, რძის გადამამუშავებელი ქარხანა… მისი მშენებლობა ჯერ კიდევ 2013 წელს დააანონსეთ…

_ რძის გადამამუშავებელი ქარხანა მე არავის დავპირებივარ. მე ვთქვი, რომ პროექტში იყო. დაპირება და პროექტი სხვადასხვა რამეა. რძის გადამამუშავებელი ქარხნის ჩოხატაურში გახსნა ბიზნესმენმა შემომთავაზა. მასთან დიდი საუბარიც მქონდა, თუმცა, მერე გადაიფიქრა. შესაბამისად, პასუხი იმას უნდა მოვთხოვოთ. მე დავპირდი ჩოხატაურს ხილის გადამამუშავებელი ქარხანა წინასაარჩევნოდ და ვაკეთებ; დავპირდი კულტურის სახლის აშენება და ავაშენებ აუცილებლად; დავპირდი სკოლები და სკოლებსაც ვაკეთებ _ 17 სკოლა შენდება საქართველოში 2 წელიწადში და აქედან 4 _ ჩოხატაურში.

_ კულტურის სახლის აშენება, რომლის მხოლოდ საძირკველია გათხრილი, ხმამაღალი ნათქვამი ხომ არ არის?

_ მეც ძალიან მანერვიულებს ეს ყველაფერი, მაგრამ, როგორც იქნა, "გამოვძვერით" ამ სიტუაციიდან. ზოგადად, შესყიდვებთან დაკავშირებით ბევრი პრობლემაა და მე ეს საკითხი დავაყენე კიდეც პარლამენტში. ამ კანონის გამო, ვისაც არ ეზარება, ყველას შეუძლია ტენდერში შემოვიდეს და შემდეგ ხდება, პრაქტიკულად, დივერსიული აქტი. ამ შემთხვევაშიც იგივე მოხდა _ შემოვიდა კომპანია, რომელიც ვერავინ იტყვის, რომ უყურადღებოდ დავტოვე. ჩავედი ბაღდათში _ პირველი ის არ მომეწონა, რომ სადაც რეგისტრირებული იყო, იქ არაფერი არ იყო.

_ "გურია ნიუსმა" ამ კომპანიაზე ბევრი ინფორმაცია მოიძია. ჩვენ დავადასტურეთ, რომ ეს იყო გიგი უგულავას მიერ დაფუძნებული კომპანია, რომელსაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ მხოლოდ სახელი შეეცვალა…

_ მე რომ ჩავედი მშენებლებთან, ვიკითხე და მივედი იქამდე, რომ ამ კომპანიას ურთიერთობა ჰქონია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან.

_ სადაც რიგი პრობლემები ჰქონდა…

_ მინისტრს მეც ვესაუბრე. მითხრეს, რომ პრობლემები მართლაც ჰქონდათ, მაგრამ ისიც მითხრეს, რომ რამდენიმე ობიექტი ააშენა და დაამთავრაო. უფრო რომ დავაზუსტოთ, "შავ სიაში" არ იყო კომპანია შეყვანილი. "შავი სია" მომცემდა უფლებას, გამეწყვიტა მათთან ხელშეკრულება.

_ ამ საქმის დეტალები კარგად ვიცით. ამის შემდეგ რა ხდება? რამდენიმე თვის წინ ჩვენმა გამოცემამ დააყენა საკითხი პროექტის შეცვლაზე, რადგან დადასტურდა, რომ გამოყოფილი თანხით არსებული პროექტი ვერ გახორციელდებოდა, თუმცა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი თქვა…

_ ადგილობრივ ხელისუფლებას უარი არ უთქვამს. მაშინ ითქვა ასეთი რამ _ ის, რაც დამტკიცებულია სამთავრობო სხდომაზე, ასე ხელაღებით მისი შემცირება არ შეიძლებაო. ეგ იყო, მეტი არაფერი

_ თუმცა, ჩოხატაურს 550-კაციანი საკონცერტო დარბაზი რომ არ სჭირდება, ეს ადგილობრივ ხელისუფლებას კარგად უნდა სცოდნოდა _ 200-კაციანი დარბაზი ვერ ივსება ზოგჯერ…

_ მომავალში შეიძლება დასჭირდეს _ ყველაფერი ხდება ამ ცხოვრებაში. მაგრამ გეთანხმებით. როდესაც პრემიერთან იყო ამაზე საუბარი, ძალიან მშვიდ გარემოში შევთანხმდით, რომ პროექტი შეიცვლებოდა. პრემიერმა მითხრა, რომ ამ წუთს საქართველოში არ არის ის სიტუაცია, ამ მასშტაბზე გავიდეთ, იქნებ, ცოტა შემცირებულ ვარიანტზე გვეფიქრაო და მე დავეთანხმე, _ აღნიშნა ჭკუასელმა G-News TV-ის ყოველკვირეულ გადაცემაში _ "კვირის თემა" _ სტუმრობისას.

პარლამენტის დეპუტატის თქმით, კულტურის სახლის ახალი პროექტი მხოლოდ შიდა მოცულობას შეამცირებს:

_ ეს ისეთი ადგილია, რომ არ შეიძლება პატარა შენობა იყოს, ამიტომ მოცულობა იგივე რჩება. თუმცა. არ იქნება 100 000-ლარიანი ჭაღი, მბრუნავი სცენა. ვიხუმრე კიდეც _ გურულებს ისეც თავბრუ გვეხვევა და კიდე მბრუნავი სცენა რად გვინდა-მეთქი.

_ ბატონო თემურ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, პირობა დადეთ, რომ ჩოხატაურს "კვერცხების რაოდენობას გაუზრდიდით"… მოახერხეთ (ჭკუასელმა "ოცნების" კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, რომ ხელისუფლებას ჩოხატაური ყოველთვის დაჩაგრული ჰყავდა. დეპუტატმა ეს სიტუაცია ღვეზელს შეადარა, რომელსაც გურიაში ოჯახის წევრებს ასაკის მიხედვით უცხობენ და დასძინა, რომ "ოზურგეთს სულ სამი კვერცხი უწევდა, ლანჩხუთს _ ორი და ჩოხატაურს _ ერთი. ავტ)?
 _ კი, რა თქმა უნდა. გაცილებით გაზრდილია ყველაფერი.

_ რამდენ "კვერცხზე ახვედით"?

_ როგორც ამბობენ, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან და…

_ მომავალ შემოდგომამდე დაგელოდოთ?

_ კი და მერე ვისაუბროთ ამაზე.

_ ამ დროის მონაცემები არ შეგიძლიათ გვითხრათ? მაისიდან დღემდე "რამდენი კვერცხი მოიპოვეთ"?

_ სტატისტიკაში მოვიკოჭლებ. ერთს გეტყვით _ ჩოხატაურს როგორი ბიუჯეტი ჰქონდა ადრე, არ ვიცი, მაგრამ მითხრეს, რომ რაც იყო, იმასთან შედარებით გაზრდილია. ეს თვითონ მითხრეს ჩოხატაურელებმა, მე კი არ მომიგონია.

_ თქვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება გორაბერეჟოულის ტექნიკუმის გარემონტება და ამუშავებაც იყო..

_ კი, იყო დაპირება. მე ინვესტორები მივიყვანე განათლების სამინისტროში _ ადამიანები, რომლებმაც ხელშეკრულება უკვე დადეს შესაბამის სტრუქტურებთან. ის სპეციალობები, რომლის სიაც მომაწოდეს და რომელიც გორაბერეჟოულის ტექნიკუმში უნდა ისწავლებოდეს, გავიარეთ ორ ინვესტორთან ერთად, უფრო სწორად, ბიზნესმენებთან ერთად. ისინი ტექნიკუმში ფულის ჩადებას არ აპირებენ, მაგრამ მზად არიან სტუდენტებმა პრაქტიკა გაიარონ მათ საწარმოებში და ყოველ წელიწადს ისევ და ისვე მათ საწარმოებში 7-9 კურსდამთავრებული დაასაქმონ.

_ რომელი კურსდამთავრებული, ბატონო თემურ? ჯერ ტექნიკუმი არ ფუნქციონირებს. შენობაც ავარიულია..

_ ეს იციან, ვისაუბრეთ ამაზე. მალე კომისია ჩამოვა და ზუსტად დაადგენენ. ლაპარაკია საერთო საცხოვრებლების აღდგენაზე. ყოველ შემთხვევაში, მე რა დაპირებაც მივიღე, იმის მიხედვით, წელს უნდა დაიწყოს რეაბილიტაცია.

_ ანუ, ისევ დაპირების ამარა ვართ…

_ სამწუხაროდ, მე არ ვახორციელებ ამას. ვახმიანებ იმ დაპირებას, რასაც განათლების სამინისტრო მაძლევს. დიდი შეხლა-შემოხლის მერე მივიღე პირობა, რომ 2015 წელს დავიწყებთ. ჩემი აზრით, პატივს მცემენ და არ მგონია, სიტყვას გადაუხვიონ.

_ ერთ-ერთ ინტერვიუში გვითხარით, რომ პრემიერს ჩოხატაურისთვის დიდი თანხა "წაართვით"… რამდენია წართმეული თანხა და რას მოხმარდა იგი?

_ ეგ იყო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო თანხა და დაზარალებულ ადამიანებს უნდა მოხმარებოდა.

_ იცით, რომ გასული წლის მარტის, აგვისტოს, სექტემბრის სტიქიების დროს დაზარალებული მოსახლეობა ისევ დახმარების მოლოდინშია?

_ არ ვიცი, გავარკვევ. როდესაც სტრატეგიაზეა საუბარი და რაღაცას გავაკეთებ, თუ არ სრულდება, უნდა შემაწუხონ და მერე მეც იმათ შევაწუხებ. ეს ჩემთვის ჯერ არ უთქვამთ.

_ ადგილობრივი ხელისუფლება რაზე გაწუხებთ?

_ უჰ, ბევრ რამეზე. მაგალითად, კულტურის სახლზე. მე ჩამოყალიბებული ლობისტი ვარ. სულ ვცდილობ, ჩოხატაურს ბევრი რამ გავუკეთო. რაიონს ის უნდა, ეს უნდა _ სულ ასეთ დღეში ვარ. სახანძრო მანქანა უნდა, ნაგვის მანქანა უნდა…

_ უნდა და არც ერთი არ აქვს, რაც ბევრ პრობლემას ქმნის…

_ ჰო, პრობლემაა ყველაფერი და გეტყვით, რატომ. ვისთანაც ეს მოვაგვარე, მინისტრის მოადგილე კობერიძესთან, მოხსნეს. დაპირება დაპირებად დარჩა. შეთანხმება მქონდა, რომ მერია შეიძენდა ახალ მანქანებს და კარგს, მაგრამ ძველს აქ წამოვიღებდით.

ჭკუასელმა პოლიტიკაზეც ისაუბრა. მისი თქმით, "ქართულ ოცნებაში" გაურკვევლობა არ არის და ყველაფერი წესრიგშია. დეპუტატი გამორიცხავს, რომ კოალიციას მალე "რესპუბლიკელები" დატოვებენ.

_ ოდესღაც დატოვებს, მაგრამ ამ ეტაპზე _ არა. "რესპუბლიკური" პარტია იქნება ის პარტია, რომელიც ყველაზე გვიან დატოვებს კოალიციას. ეს თქვა ბატონმა დავით უსუფაშვილმა, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ.

_ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუდან სულ სხვა დასკვნა გაკეთდა…

_ მე ადამიანების მჯერა. მჯერა ისევე, როგორც ივანიშვილის. მე ვიცნობ მას, ვიცი, როგორი ადამიანია და ის რასაც ამბობს, გულწრფელად ამბობს.

_ გულწრფელობად ჩავთვალოთ ივანიშვილის განცხადებაც, რომ ლარი "ჯანსაღადაა"?

_ ორი სიტუაცია ეჯახება აქ ერთმანეთს. ერთი _ რაც ივანიშვილმა თქვა, რომ ეს გლობალური პრობლემაა და მეც ზუსტად იმ აზრისა ვარ და მეორე არის ის, ეს კარგია თუ ცუდი. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, მაგრამ მე ხშირად მიწევდა უცხოეთში ყოფნა, ვიცი იქაური ამბები, მაგალითად, საფრანგეთში ერთ კვირას სხვა კურსი იყო, მეორე კვირას მაღალი იყო. ამიტომ,  ამას ძალიან ჩვეულებრივად ვიღებ.

_ თქვენც გვირჩევთ, რომ პირადი ბანკირები ავიყვანოთ?

_ არა. ეს ბიძინამ თავისი გულწრფელობით თქვა, როგორც თვითონ ჰყავს, ისე თქვა. ცოტა იუმორით.

_ ეს იუმორი იყო?

_ არა, ჩემთვის იყო ეგრე. რანაირად შეიძლება ყველამ პირადი ბანკირი აიყვანოს?! ნუ, შეიძლება ამ წუთში ასე არ ფიქრობს. ერთს გეტყვით _ ჩემებმა დამირეკეს ამერიკიდან, იქაც ასეთ სიტუაციაა, დოლარი ევროს გაუტოლდა...

_ ბატონო თემურ, ამერიკის ეკონომიკას, ცხოვრების დონეს საქართველოს რეალობას ნუ შეადარებთ…

_ არ ვადარებ, მხოლოდ ის მინდა ვთქვა, რომ გლობალური მოვლენაა და დოლარი ძალიან ძლიერდება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ლანჩხუთის საკრებულოში ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ დაიშალა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ეუთო-ს წევრი 39 ქვეყანის განცხადება საქართველოზე

14:21; 6.12.2025
მსოფლიო

მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ზუსტი თარიღი დაასახელეს – “ეს უფრო ადრეა, ვიდრე გვეგონა“

13:46; 6.12.2025
საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს

12:05; 6.12.2025
პოლიტიკა

მორიგ უტიფარ სიცრუეს ავრცელებს “ქართული ოცნება”, სინამდვილეში პირიქითაა _ რომან გოცირიძე

11:52; 6.12.2025
საზოგადოება

„უნივერსიტეტში ჩაბარება გაუჭირდებათ აბიტურიენტებს ხელმოკლე ოჯახებიდან“ – ინტერვიუ

11:37; 6.12.2025
საზოგადოება

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:29; 6.12.2025
საზოგადოება

2026 წლიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო – კობახიძე

9:59; 6.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

21:39; 5.12.2025
ზაფრანი

სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს

20:40; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

20:35; 5.12.2025
ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025
ფინანსები

SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Room Batumi-ში სტეფანესთან ერთად

20:16; 5.12.2025
საზოგადოება

ხანძარს კაცი ემსხვერპლა

20:09; 5.12.2025
ფინანსები

12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა – საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა

20:07; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო