ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქცია "დავით თარხან-მოურავი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" დაიშალა. უკვე დადასტურებული ინფორმაციით ფრაქცია დატოვეს ემზარ თედორაძემ და ადამ ხუხუნაიშვილმა. ფრაქციაში დარჩნენ დარეჯან ბურჭულაძე და ომარ გოგიჩაიშვილი.
აღსანიშნავია, რომ ფრაქციაში მხოლოდ 2 ადამიანის დარჩენა ნიშნავს, რომ მას უფლებამოსილება შეუწყდა.
ჩვენი ინფორმაციით, ემზარ თედორაძე, რომელიც ფრაქციის თავმჯდომარე იყო, სამომავლოდ ახალი ფრაქციის შექმნას გეგმავს, რომელშიც ადამ ხუხუნაიშვილი და აქამდე თავისუფალი დეპუტატი, გვიმბალაურის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი ნიკოლოზ იმნაძე შევლენ.