ყოფილი პრემიერის რეზიდენციასთან აქციის გამართვა „თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ დააანონსა.
„ფინანსთა მინისტრმა, რომელიც შეიპარა დღეს ფინანსთა სამინისტროში უკანა შესასვლელიდან, გამოგვიგზავნა წარმომადგენლები და უარი განაცხადა ოპოზიციასთან შეხვედრებზე. ამიტომ, ვინაიდან ივანიშვილის მარიონეტებს არ შეუძლიათ გაგვცენ არანაირი პასუხი ქვეყანაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით, ჩვენ ოთხშაბათს, 7 საათზე შევიკრიბებით ივანიშვილის შუშის სასახლესთან,” – განაცხადა კახა კუკავამ.