საბერძნეთის კუნძულ ლეროსთან შტორმის დროს დაზიანებული სატვირთო გემი ჩაიძირა. გემზე 5 თურქ მეზღვაურთან ერთად ქართველი მეზღვაურიც იმყოფებოდა. ისინი ბერძენმა სამხედროებმა ვერტმფრენის დახმარებით ხმელეთზე გადაიყვანეს.
ინფორმაციას ამის შესახებ, დღეს დილიდან ბერძნულ გამოცემაზე დაყრდნობით თურქული ინტერნეტგამოცემები ავრცელებენ.
www.denizhaber.com.tr-ის ცნობით, სატვირთო გემი თურქეთის ქალაქ იზმირის პორტიდან გავიდა და ძლიერმა შტორმა კუნძულ ლეროსთან მოუსწრო. მიღებული სერიოზული დაზიანებების გამო, გემმა ჩაძირვა გუშინ ღამით დაიწყო და ამ დილით მთლიანად გაუჩინარდა ტალღებში.
გადარჩენილ მეზღვაურებს უკვე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და მათ თურქეთში გააგზავნიან.