თბილისი მერია, გუშინ საკრებულოს წევრ სევდია უგრეხელიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც დავით ნარმანია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ შეძენილი 100 ათას დოლარიანი მანქანით მოძრაობს.
"ავტომანქანა, რომლითაც დედაქალაქის მერი გადაადგილდება, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 2011 წელს შეიძინა და ის საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლის – სანდრა რულოვსის მშობლებს ემსახურებოდა.
იმის გამო, რომ დედაქალაქის მერი კანონით სარგებლობს დაცვის მომსახურებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 2014 წლის ოქტომბერში აღნიშნული ავტომანქანა თბილისის მერის დაცვის სამსახურისთვის გამოყო და მისი ექსპლუატაციის ხარჯებსაც თავად ფარავს. სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალება თბილისის მერს არ ემსახურება."