"მინდა, მოვუწოდო ხელისუფლების, მთავრობის, მმართველი პოლიტიკური კოალიციის წარმომადგენლებს, მყისიერად შეწყვიტონ თავდასხმა ეროვნულ ბანკზე. ასეთი თავდასხმები, პირველ რიგში, მაზიანებს არა მე, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, არამედ ვნებს და ურტყამს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას.
ის ვნებს ინვესტორების განწყობებს და კონტრპროდუქტიულია იმ პროცესების, რაც დღეს ვითარდება. ახლა არ არის გადაბრალების, განტევების ვაცის ძებნის დრო.
ახლა არის სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გამოძებნის და განხორციელების დრო, რომლის მიზანიც უნდა იყოს სავალუტო შემოდინებების გაზრდა იმ წყაროებიდან, რომლებზეც ჩვენ გვაქვს გავლენა. ეს საბოლოოდ გამოიწვევს ლარის კურსის გამყარებას და შვებას მისცემ მოქალაქეებს, ვისაც მნიშვნელოვნად დაუმძიმდა სესხის ტვირთი", _ ეს განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რამდენიმე წუთის წინ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე თქმით ლარის კურსის გაუფასურება გამოწვეულია ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით.