"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციაც გამართავს:
_ საქართველოს მთავრობა მოიქცა სრულიად უპასუხისმგებლოდ და არ გამოცხადდა სხდომაზე.
ჩვენი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა იმყოფება, პრაქტიკულად, კოლაფსის წინაშე. ლარის გაუფასურებამ დააზარალა თითოეული ქართული ოჯახი, კლებულობს ექსპორტი და ტურიზმი.
წელს პირველად, მრავალი წლის შემდეგ კვლავ რეალური გახდა სახლმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრი.
ამ დრამატულ ვითარებაში საქართველოს მთავრობა არის სრულიად უმოქმედო, მას არ გააჩნია გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის ამ კრიზისიდან გამოყვანა, მეტიც, ის უარს აცხადებს იმ გეგმის განხილვაზე,რომელიც მოზადებულ იქნა ჩვენ მიერ და რომელიც არის ერთადერთი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, ვინც თავს გრძნობს შეურაცხყოფილად, თვლის, რომ ის არის მოტყუებული ხელისუფლების მიერ, ვინც თვლის, რომ ეს მთავრობა არის უნიათო და არაფრის მაქნისი, შევიკრიბოთ ერთად 21 მარტს თბილისში რუსთაველის გამზირზე და ერთად მოვითხოვოთ, გადადგეს საქართველოს უნიათო მთავრობა," _ განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები.
საზოგადოების ერთმა ნაწილმა აქციის ჩაშლა სოცალურ ქსელში უკვე დაანონსა და შესაბამისი მოწოდებებიც გაავრცელა:
"არავითარი ნაც აქცია 21 მარტს! საჭიროა საპირწონე აქციიის დაგეგმვა! შევიკრიბოთ და მოვუმზადოთ კონტრ აქცია!" _ წერს ფეისბუქში "თავისუფალი თაობის" ხელმძრვანელი ლადო სადღობელაშვილი.
"ნებართვა აღებული მაქვს იდეის ავტორ ზაზა გიორგაძისგან. ვაყალიბებთ სახალხო ზონდერ-ბრიგადას 21 მარტის სექტანტთა მიტინგის დასარბევად! გულჩვილები არ შეგვეხმიოანოთ! ვნახოთ "უფასო მასაჟი" როგორია," _ წერს ლადო ბედუკაძე სოციალურ ქსელში.