ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "მეხუთე არხის" ეთერში განაცხადა.
"მთავარი საკითხი, რასაც ჩვენ აშშ-სთან ერთად განვიხილავთ, ეს უკრაინის თავდაცვითი იარაღით მომარაგებაა. თითქმის ყველა ჩვენს მხარესაა. მათ შორის საზოგადოებრივი აზრიც. უკრაინისთვის იარაღის მიწოდება იქნება ძლიერი სიგნალი იმისათვის, რომ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ" , – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.