(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ “გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” უკვე დაიწყო წინასაარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის ჩართვა.
როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, წინასაარჩევნოდ კონკრეტული დავალება სოფლის რწმუნებულებმა უკვე მიიღეს _ მათ უნდა შეაგროვონ მხარდამჭერთა სიები. როგორ და რა ფორმით უნდა გააკეთონ ეს რწმუნებულებმა, ჯერჯერობით, ჩვენთვის ეს უცნობია. ვიცით ის, რომ მათ “მზა” სიები მმართველი პარტიის ოზურგეთის ოფისში უნდა მიიტანონ, სადაც მოხდება სიების “გაცხრილვა”.
წყარო ვარაუდობს, რომ “ნაცმოძრაობის” წევრები აპრობირებულ მეთოდს კიდევ ერთხელ გამოიყენებენ და იმ მოქალაქეებზე დაიწყებენ “მუშაობა”, რომლებიც მათი მხარდამჭერები არ არიან.