"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში, გუშინ, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე განვითარებული მოვლენებზე ისაუბრეს.
როგორც პარტიაში განმარტავენ, ირინე საჯაიამ ქალაქ ოზურგეთის საკრებულო დატოვა.
"ნაციონალური მოძრაობა, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა ვითვალისწინებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი ქალაქის და ქვეყნის წინაშე და ყოველგვარი ზედმეტი კომენტარების გარეშე გაცნობებთ, რომ ქალბატონმა ირინე საჯაიამ მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება დატოვოს ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს წევრის მანდატი და გააგრძელოს აქტიური პოლიტიკური საქმიანობა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციაში."
ცნობისთვის, ირინე საჯაიას ადგილს საკრებულოში ოთარ რევიშვილი დაიკავებს.