ჩინეთში ხენანის პროვინციაში ავარია მოხდა. ავტობუსი კლდიდან გადავარდა, რის გამოც, 20 ადამიანი დაიღუპა, 13 კი მძიმედ დაშავდა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავტობუსი ადგილობრივი საოპერო დასის მიერ იყო დაქირავებული და თანამშრომლები გადაჰყავდა.
რამ გამოიწვია ავარია, ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
ცნობისთვის, ანალოგიური ავარია 2014 წლის დეკემბერში ბრაზილიაში მოხდა. ავტობუსი, რომელშიც 31 მგზავრი იყო ხევში გადავარდა . შემთხვევისას 8 ადამიანი დაიღუპა, 23 კი, დაშავდა.
წყარო: mirtv.ru