ორი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა თურქეთში, ქალაქ ქირიქკალესთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს. დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქე ქალბატონიცაა, 4 დაშავებულის ვინაობა კი ჯერჯერობით დაუდგენელია.
სამგზავრო ავტობუსი, რომელიც ქალაქ ართვინიდან იზმირისაკენ მიემართებოდა, გზად სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. გარდაცვლილი და დაშავებული მოქალაქეები ამ დროისათვის ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს, შემთხვევის ადგილზე კი კვლავ გრძელდება სამაშველო სამუშაოები.
ინფორმაციას ამის შესახებ თურქული სააგენტოები ავრცელებენ და ამ დროისათვის უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ავტობუსში საქართველოს სხვა მოქალაქეები.
გამოყენებულია ინტერნეტგამოცემა www.yeniakit.com.tr-ის ინფორმაცია