საქართველოდან ანტალიაში დასასვენებლად ჩასული ორი ქალბატონი, თურქმა სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ბრალდებით დააკავეს და ქვეყნიდან გამოაძევეს.
ინტერნეტგამოცემა www.mersinhaber.com-ის ცნობით, ორივე ქალაბატონს ფული გაუთავდათ და ადგილობრივი შუამავლების მეშვეობით პროსტიტუციის დაწყება გადაწყვიტეს. ერთი კლიენტის მომსახურებისათვის 400 თურქულ ლირას ( დაახლოებით 320 ლარი) ღებულობდნენ.
პროსტიტუციის ბრალდებით დაკავებისათვის სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს და საქართველოს მოქალაქეებს პოლიციის აგენტი მიუგზავნეს. რის შემდეგაც მათთან ერთად ადგილობრივი შუამავლებიც დააკავეს.