https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

    ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

    ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

    ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

    ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“საავადმყოფოები ფასებს იმ ნაწილში ზრდიან, რომლის დაფინანსებაშიც პაციენტს სახელმწიფო არ ეხმარება”

14:03; 4.03.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"სახელმწიფოსგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით წამოსულ ფინანსურ წნეხს  სამედიცინო დაწესებულება  ზოგიერთ მომსახურებაზე ფასების ზრდით პასუხობს"

რა ჯდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა?  ვისთვისაა ის განკუთვნილი და როგორი გავლენა მოახდინა სადაზღვევო კომპანიებზე? – სწორედ ამ თემებზე ამახვილებს ყურადღებას ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი "ფორბსში" გამოქვეყნებულ მასალაში.

ჭიაბერაშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ყოფილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ყველა პაციენტის, ყველა ავადმყოფის პრობლემას მოხსნიდა, ვერ შესრულდა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი  ოჯახის ავადმყოფი წევრის სამკურნალო თანხების შესაგროვებლად, ისევ საზოგადოების იმედად არიან.

ცნობისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2 ეტაპად ამოქმედდა: 2013 წლის 1 თებერვლიდან მისი ამბულატორიული ნაწილი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, ხოლო 2013 წლის 1 ივლისიდან – გეგმური ოპერაციები და მშობიარობა.

ეს პროგრამა შეეხო მოქალაქეთა იმ ნაწილს, რომელიც უკვე მოქმედ ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში არ იყო ჩართული.

აღსანიშნავია, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისათვის სახელმწიფო, ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებით, უკვე აფინანსებდა ყველაზე მოწყვლად, ჯანმრთელობის მაღალი რისკის მქონე ჯგუფებს: სოციალურად დაუცველებს, პედაგოგებს, 6 წლამდე ბავშვებს, პენსიონერებს, სტუდენტებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, სწორედ ამ მოწყვლადი, მაღალი რისკის მქონე ჯგუფების ჯანმრთელობის უზრუნველყოფა ყველაზე მეტ ფინანსებს მოითხოვს, რაც  პირდაპირ აისახა ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტზე.

"2014 წლის 1 აპრილს სოციალურად დაუცველთა და პედაგოგთა დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა შეწყდა და სოციალურად დაუცველები და პედაგოგები, იმავე პირობებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გადაიყვანეს. როგორც კი ეს მოხდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყოველთვიური ხარჯი 10-დან 25 მლნ ლარამდე გაიზარდა. 2014 წლის 1 სექტემბერს ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, იმავე პირობებით, 6 წლამდე ბავშვები, პენსიონერები, სტუდენტები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები გადაიყვანეს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყოველთვიური ხარჯი უკვე 25-დან 45 მლნ ლარამდე გაიზარდა."

რა ჯდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

როგორც ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, ჯანდაცვის სამინისტრომ, 2014 წლის ბიუჯეტში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 200 მლნ ლარი გაითვალისწინა, თუმცა ნოემბრის ბოლოსთვის უკვე 278 მლნ ლარი ჰქონდა დახარჯული.

"წარმოქმნილ დეფიციტს სამინისტრომ იმის ხარჯზე გაუძლო, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებისთვის გათვალისწინებული ფული გამოიყენა.

ასევე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ დღემდე იმის ხარჯზეც "გაქაჩა", რომ 2013 წელს და 2014 წლის ნახევრის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის ყველაზე ნაკლებრისკიანი – არასაპენსიო ასაკის, სოციალურად მეტ- ნაკლებად დაცული (რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს დალხენილს) ნაწილი სარგებლობდა. ნაკლები იყო ხარჯიც. თუმცა, როგორც კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას საზოგადოების მაღალრისკიანი ჯგუფები დაემატა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2014 წლის ბოლოს, წლის დასაწყისთან შედარებით, ყოველთვიური ხარჯი გაოთხმაგდა.

თუ სამინისტრომ ყოველთვიურად მინიმუმ 45 მლნ ლარი უნდა ხარჯოს ამ პროგრამაზე, მაშინ მას, წესით, 2015 წლის ბიუჯეტში არა 475, არამედ 540 მლნ ლარი უნდა ჩაედო. ტენდენცია მოწმობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი, პარლამენტში მისი მიღებისთანავე, დეფიციტურია.

თუმცა ღიად საუბარს ერიდებიან, სამედიცინო დაწესებულებები უკვე გამოთქვამენ წუხილს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამედიცინო დაწესებულებებისათვის ასანაზღაურებელი თანხის გადარიცხვის პერიოდი შეიძლება თანდათან გაიზარდოს და საავადმყოფოებისადმი სახელმწიფოს დავალიანება მრავალმილიონიანი გახდეს.

იმის მიუხედავად, რომ სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი ამ რისკს თავიდანვე გრძნობდა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვა მას ორმა ფაქტორმა გადააწყვეტინა: (ა) შიშმა, რომ მხოლოდ პაციენტის ჯიბიდან გადახდილი თანხებით იგი კონკურენციას ვერ გაუწევდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ საავადმყოფოებს; (ბ) იმედმა, რომ სადაზღვევო კომპანიებიდან მომდინარე ფინანსური წნეხის შემდეგ, სახელმწიფოსთან ურთიერთობა გაცილებით უფრო კომფორტული იქნებოდა."

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა – ვისთვის არის იგი?

"მარტივი არითმეტიკით დავიწყოთ: ქვეყანაში ჯანდაცვაზე ყოველწლიურად დაახლოებით 2,3 მლრდ ლარი იხარჯება. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა + საზოგადოებრივი ჯანდაცვა) 2015 წლის ბიუჯეტში სულ 661 მლნ ლარია გამოყოფილი. ანუ სახელმწიფოს წილი ამ დანახარჯებში ყველაზე დიდი 30%-ია. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა დაახლოებით 70%-ით ისევ პაციენტისა და მისი ოჯახის ჯიბიდან ხდება.

იმ განვითარებულ ქვეყნებშიც კი, სადაც სახელმწიფო ბიუჯეტი მართლაც სოციალურად ორიენტირებულია, მოსახლეობა თავისი ჯიბიდან ჯანდაცვის ხარჯების მინიმუმ 50-60%-ს იხდის. ასე რომ, ივანიშვილ- სერგეენკოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საფუძველშივე არასწორ წარმოდგენებზეა აგებული. რაკი სიტყვა "საყოველთაო" ესმის, საზოგადოების ნაწილს ჰგონია, ჯანდაცვის ყველა ხარჯი თავის თავზე ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ აიღო.

წარმოვიდგინოთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მონაწილე ორი პაციენტი – გიორგი და დავითი, რომელიც ერთნაირი ჩივილით მიდის ოჯახის (უბნის, სოფლის, პოლიკლინიკის) ექიმთან. მათ შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ გიორგი გაჭირვებულია (თუმცა არა სოციალურად დაუცველი), დავითი კი – შედარებით შეძლებული. ექიმთან კონსულტაცია, აგრეთვე სისხლისა და შარდის ანალიზი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით იფარება. პაციენტი დავითი განსაკუთრებით მადლიერია: ამ ხარჯს იგი თავისი ჯიბიდანაც დაფარავდა, მაგრამ თუკი სახელმწიფო გადაიხდის, რატომაც არა?
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ორივე პაციენტს გეგმური ოპერაცია სჭირდება. მაგრამ, დიაგნოზის დასადასტურებლად და დაავადების სიმძიმის შესაფასებლად, ექიმს დამატებითი ლაბორატორიული კვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფია და ა.შ. სჭირდება. გაჭირვებული გიორგი საგონებელშია ჩავარდნილი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამ ხარჯს არ ფარავს. დავითი უპრობლემოდ იხდის ამ ხარჯს თავისი ჯიბიდან.

გიორგი ახლობელ- ნათესავებში ფულის სესხებას ახერხებს, დავითის მსგავსად ექიმის მიერ მოთხოვნილ დამატებით კვლევებს იტარებს და, საბოლოოდ, ორივე იგებს, რომ გეგმური ოპერაცია სჭირდებათ. კარგ კლინიკაში ეს ოპერაცია 2000 ლარი ღირს.

გიორგის იმედი აქვს, რომ, როგორც მინისტრმა სერგეენკომ ტელევიზიით გამოუცხადა, ამ თანხის 70%-ს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა დაფარავს. მაგრამ იგი აღმოაჩენს, რომ ამ ოპერაციის სახელმწიფო ფასი არა 2000, არამედ 1200 ლარია. სახელმწიფოც 1200 ლარის 70%-ს, ანუ 840 ლარს გადაუხდის მხოლოდ. გიორგის არჩევანი კი ასეთია: ან 1160 ლარი ისევ უნდა ისესხოს, ან ისეთი კლინიკა მოძებნოს, სადაც ოპერაცია შედარებით ნაკლები დაჯდება.

დავითი უპრობლემოდ თანხმდება 2 000-ლარიან ოპერაციას. თვითონაც კი გადაიხდიდა ოპერაციის საფასურს, მაგრამ 840 ლარი სახელმწიფოსგან ნამდვილად შეღავათია. იგი ძალიან კმაყოფილია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით", _ წერს ჭიაბერაშვილი და დასძენს, რომ გაჭირვებული ადამიანისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არსებითად ვერ წყვეტს ხარისხიანი ჯანდაცვის ფინანსური ხელმისაწვდომობის პრობლემას. თუმცა საზოგადოების ნაწილში იგი პოზიტიურ განცდას აჩენს: პაციენტები, რომლებსაც თავისითაც შეეძლოთ მკურნალობის ხარჯის ანაზღაურება, სახელმწიფოსგან შეღავათს იღებენ და რატომ არ უნდა იყვნენ კმაყოფილნი?

სადაზღვევო კომპანიებზე გავლენა

2012 წლის ბოლოს დაახლოებით 450,000 ადამიანი სარგებლობდა ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო და/ან კორპორაციული პაკეტით.

2014 წლის ივლისისათვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების ერთი წლის თავზე, კერძოდ დაზღვეულთა რაოდენობა დაახლოებით 120,000 ადამიანით შემცირდა და ეს ხალხი ტვირთად სახელმწიფო ბიუჯეტს დააწვა.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ვარაუდობს, რომ ამ 120,000 ადამიანის კერძო/ კორპორაციული დაზღვევიდან საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლა შემდეგმა რამდენიმე მიზეზმა განაპირობა:

"● ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ მოქალაქეთა ნაწილს შემოსავალი შეუმცირა, ნაწილმა კი საერთოდ დაკარგა იგი. შესაბამისად, მათ ვეღარ შეძლეს თავიანთი ჯიბიდან ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის ყიდვა.

● ვიდრე სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ 1,700,000-მდე ადამიანს (6 წლამდე ბავშვები, პენსიონერები, სოციალურად დაუცველები) ემსახურებოდნენ, მასშტაბის ეკონომიკა მათ საშუალებას აძლევდა, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტები მოქალაქეებისათვის გაცილებით იაფად შეეთავაზებინათ. მას შემდეგ, რაც ეს 1,700,000 დაზღვეული მინისტრმა სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გადაიყვანა, კომპანიებმა ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტები გააძვირეს და, შესაბამისად, უფრო ნაკლებმა ადამიანმა შეძლო მათი ყიდვა.

● დაბოლოს, მთავარი: თუ ზემოთ ნახსენებ პაციენტ დავითს სახელმწიფო ეუბნება, რომ ხარჯების ნაწილს დაუფინანსებს (თუნდაც თავადაც შეეძლოს მათი გადახდა, პირდაპირ ჯიბიდან ან სადაზღვევო პაკეტის ყიდვით), რატომ იტყვის უარს?

ვიმეორებ: იმ ტიპის საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლას, როდესაც სამედიცინო ხარჯების ლომის წილს სახელმწიფო ფარავს, მაღალშემოსავლიანი, განვითარებული ქვეყნები ვერ ახერხებენ. ისინი ცდილობენ, სახელმწიფოს შეზღუდული რესურსები მიზნობრივად ჯანმრთელობის ყველაზე მაღალი რისკის, ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე მიმართონ. ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც 2009-2012 წლებში ამოქმედდა, სწორედ ამ პრინციპზე იყო აგებული."

ისევ ფინანსები

"თავი რომ დავანებოთ ჯანდაცვის ბიუჯეტში დეფიციტის წარმოქმნის მაღალ ალბათობას და სახელმწიფო სახსრების არაეფექტიან ხარჯვას (ცოტათი ვეხმარებით არაგაჭირვებულს, მაგრამ საკმარისად ან საერთოდ ვერ ვეხმარებით გაჭირვებულს), აქ თავს სხვა პრობლემაც იჩენს: სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ფასები იზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის დეკემბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე ჯანდაცვის სფეროში ფასები საშუალოდ 6.7%-ით გაიზარდა, მათ შორის, სამედიცინო პროდუქციაზე ანუ მედიკამენტებზე – 13.8%-ით.

დავით სერგეენკოს მიერ "რეცეპტის სისტემის" ამოქმედება წამლებზე ფასების ზრდისა და მედიკამენტების შავი ბაზრის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზია. მაგრამ ძირითადი მიზეზი, რაც უნდა გასაკვირი იყოს არასპეციალისტისათვის, ისევ და ისევ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა.
ჯანდაცვის სამინისტრომ, რა თქმა უნდა, იცის, რომ იგი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გაზრდილ ხარჯს ვერ აუვა და ამიტომ ცდილობს, მკურნალობის იმ ნაწილში, სადაც იგი მოქალაქეებს ხარჯს ნაწილობრივ უფინანსებს, ფასები აკონტროლოს (გეგმური ოპერაციების შემთხვევაში სწორედ იმიტომ აწესებს საბაზროზე მცირე ფასს).

სახელმწიფოსგან წამოსულ ასეთ ფინანსურ წნეხს კი სამედიცინო დაწესებულება იმით პასუხობს, რომ ფასებს ზრდის იმ ნაწილში, რომელშიც სახელმწიფო საერთოდ არ ეხმარება პაციენტს (ასეთი ნაწილი კი საკმაოდ დიდია).

შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის "სიკეთე" და მინისტრ სერგეენკოს პოპულიზმი ისევ ჩვენს ჯიბეს აწვება. უფრო მეტიც, შედარებით შეძლებული კიდევ იტანს სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ფასების მატებას, გაჭირვებული ოჯახები კი ამის გამოც უარეს დღეში აღმოჩნდებიან."

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ბრძოლა ხალიფატისთვის - რუკაზე, სადაც შარიათის კანონები იმოქმედებს საქართველოც მოხვდა

ეს ყვავილი ლელასია

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ტელეკომპანია “იმედი” და “რუსთავი 2” პოლიტიკურ დებატებს იწყებენ

23:13; 1.02.2026
სამართალი

რა სასჯელი შეუფარდა მოსამართლემ პოლიციელის ცემის გამო დაკავებულ ორ პირს

23:05; 1.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “სიამოვნებით დავჯდებოდი დებატებში იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ”

20:38; 1.02.2026
სპორტი

სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

20:09; 1.02.2026
საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად კაცი გარდაიცვალა

18:48; 1.02.2026
პოლიტიკა

სტუდენტების ნაწილი ირაკლი კობახიძესთან დებატებისთვის მზაობას გამოთქვამს

18:44; 1.02.2026
მსოფლიო

ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

17:35; 1.02.2026
მსოფლიო

ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

17:16; 1.02.2026
საზოგადოება

“მიწის მასის ჩამოსვლის გამო მოძრაობა იკრძალება”

16:51; 1.02.2026
ზაფრანი

2 თებერვალს “თოვლის მთვარეა”- რისი გაკეთება არ არის ამ დღეს რეკომენდებული

16:45; 1.02.2026
პოლიტიკა

“განათლების კონცეფცია, რომელიც დამტკიცდა, მიზნად ისახავს”- გივი მიქანაძე

16:33; 1.02.2026
მსოფლიო

ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

16:21; 1.02.2026
მსოფლიო

ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

16:00; 1.02.2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1.02.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო