ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ირინა საჯაია "გურია ნიუსთან" საუბარისას ამბობს, რომ საკრებულოს არ ტოვებს:
_ ვრჩები საკრებულოში დამოუკიდებელ წევრად, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას საჯაიამ, რომელიც საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიით მოხვდა.
კითხვაზე, რატომ გაავრცელა გუშინ პარტიამ განცხადება, რომლის თანახმადაც იგი საკრებულოს ტოვებდა, საჯაია გვპასუხობს, რომ გადაიფიქრა:
_ მე ვრჩები ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერად და არა წევრად, _ აღნიშნა საჯაიამ.
საჯაია გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზებს არ ხსნის და ამბობს, რომ განმარტებებს მოგვიანებით გააკეთებს:
_ ჯერ არ მინდა ავხსნა მიზეზები. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ეს გადაწყვეტილება იყო საპასუხო ნაბიჯი ენმ-ს ზოგიერთი ლიდერის გადაწყვეტილების საპასუხოდ, _ გვითხრა საჯაიამ.