"მაესტრო“ მიიჩნევს, რომ მომხდარი არის ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეში ჩარევა, რომლის მსხვერპლიც შესაძლოა გახდეს თითოეული და ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებს.
ამიტომ, ტელეკომპანია "მაესტრო" არ დაუთმობს ეთერს აქციის ორგანიზატორ პოლიტიკურ ძალებს და უარს ამბობს გააშუქოს მათი აქტივობა, ვიდრე:
1. აქციის ორგანიზატორი პოლიტიკური ძალების ლიდერები საჯაროდ არ აიღებენ პასუხისმგებლობას მომხდარ ინციდენტზე.
2. აქციის ოგანიზატორი პოლიტიკური ძალების ლიდერები საჯაროდ არ მოიხდიან ბოდიშს მომხდარის გამო.
3. ვიდრე, ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეს არ აუნაზღაურებენ მატერიალურ ზარალს.
4. ვიდრე, ინციდენტში მონაწილე პირები არ დაისჯებიან კანონის შესაბამისად.
"მაესტრო" აფიქსირებს რომ იგივე პოზიციას დაიკავებს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის თუ ძალის მიმართ, თუ ადგილი ექნება ანალოგიურ ინციდენტებს.
ვარდების მოედანზე აქცია "შემოულაწუნეს“ მსვლელობისას, მონაწილეების მხრიდან მოხდა ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძეზე თავდასხმა. ფოტორეპორტიორმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები და დაზიანდა მისი კუთვნილი ტექნიკა.