"ქამრების შემოჭერის" პოლიტიკის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრო ხარჯებს 70 ათასი ლარით ამცირებს, თუმცა, შესაძლოა, ეს ხარჯი კიდევ შემცირდეს.
"ჯანდაცვის სამინისტრომ საწვავის ლიმიტების, საოფისე და სამივლინებო ხარჯები შეამცირა, რამაც წინასწარი გათვლით წელიწადში უნდა შეადგინოს 50-დან 70 000 ლარამდე", _ აცხადებს მინისტრი დავით სერგეენკო.
თუმცა, მისივე თქმით, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის და ის ვარაუდობს, რომ უახლოეს დღეებში ყველა სამინისტროს ექნება უკვე ერთიანი სამოქმედო გეგმა, სისტემური გადაწყვეტილება ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით.