ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა დისკუსია "ქალი პოლიტიკაში". სწორედ ამ შეხვედრის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, ლელა ნაცვალაძემ განაცხადა, რომ ის გამოეთიშა "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" რიგებს.
როგორც ნაცვალაძემ აღნიშნა, მან სამი დღეა რაც პარტია დატოვა.
"დამოუკიდებლად ვაგრძელებ ოპოზიციაში ყოფნას. მერე რა მოხდება არ ვიცი, მაგრამ დღეს ასე არის". – თქვა ლელა ნაცვალაძემ.