ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ დღეს გავრცლეებულ ინფორმაციას ნეპოტიზმთან დაკავშირებით, აბსურდულს უწოდებს.
"ეს ინფორმაცია არის აბსოლუტური ტყუილი. იმ ადამიანების ნახევარზე მეტი, რომელიც მათ წარმოადგინეს, გამგეობაში თავის დროზე მუშაობდა. "ნაციონალების" აქტივისტებს მე მაინც არ დავნიშვადი, ეგ გამორიცხულია, დანარჩენი არ მაინტერესებს, მაგათი განცხადებები არასერიოზულია, თვითოვე აღმოჩნდებიან ძალიან მალე უხერხულ სიტუაციაში, რაც ყველაზე მთავარია, თითოეულ მათგანს კონკურსი აქვს გავლილი, სხვა კომენტარს მაგასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ," _აღნიშნა გამგებელმა "გურია ნიუსთან".