"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ოფისში, პარტიის ლიდერებმა ირმა ნადირაშვილმა და დავით მჟავანაძემ მედიის წარმომადგენლებისთვის ბრიფინგი გამართეს, სადაც ქალაქ ოზურგეთის მერიაში არსებულ ნეპოტიზმზე ისაუბრეს.
სია, რომელიც მათ წარადგინეს ნეპოტიზმის სამგვარ სახეს – ნათესაურ კავშირებს, დაახლოებულ პირებსა და პარტიული დამსახურებისთვის შერჩეულებს შეეხებოდა.
აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებს ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე. ის პრესსამსახურის მეშვეობით მხოლოდ ერთ წინადადებით – "დავით მჟავანაძის ბოდვაზე მე კომენტარს არ გავაკეთებ" შემოიფარგლა.