ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანაზაციის ოფისში ნეპოტიზმთან დაკავშირებით ირმა ნადირაშვილმა და დავით მჟავანაძემ ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგის დასრულების შემდეგ პარტიის ოფისში “ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მივიდნენ. პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს შორის სხვადასხვა საკითხზე მწვავე საუბარი გაიმართა. “ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ნუგზარ გიორგაძემ ირმა ნადირაშვილს უთხრა, რომ ხელი არ შეეშალა ახალი მთავრობის საქმიანობაში.
_ ჩაირთო “სოჩიკი“ ვინც წასასვლელია დროზე უნდა წასულიყო. ბიძინა ივანიშვილი “ლოხი“ არ არის. თუ ესენი არაფერს გააკეთებენ, შემდეგ ჩამოსვლაზე თქვენ ნახეთ, როგორ დაგხვდებით, – თქვა ნუგზარ გიორგაძემ.