(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ოზურგეთის კოორდინატორად ლანა გოგატაძე დაინიშნა.
გოგატაძემ აღნიშნულ თანამდებობაზე თამარ კუპრაძე შეცვალა. კუპრაძე წლების განმავლობაში “სამართლიანი არჩევნების” ოზურგეთის კოორდინატორი იყო, ახლა კი ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მუშაობს.