ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის და "ლეიბორისტული პარტიის" წევრის, ნათია შარაშენიძის ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე მას სასამართლოში უჩივის.
"იმდენად გათავხედდა პრემირებული და გაზულუქებული მეოცნებეთა ხელისუფლება, უკვე სარჩელებიც კი შეაქვთ სასამართლოში იმის გამო, რომ ჩვენ დაუნდობლად ვამხელთ და საჯაროს ვხდით მათ კორუფციულ საქმიანობებს.
კერძოდ, ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ სასამართლოში შეიტანა სარჩელი იმის გამო, რომ ის და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებების მავნებლური საქმიანობის შესახებ ფაქტები საჯარო გავხადე.
ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ადგილობრივი მთავრობა უჩივის საკრებულოს წევრს თავისი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად განხორციელების გამო და ეს არის ის დემოკრატია, რომლითაც ევროპა უნდა გავაოცოთ.
რაც არ უნდა ზეწოლა განხორციელდეს, ლეიბორისტული პარტია დაუნდობლად გააგრძელებს ბიუჯეტი ხარჯზე გაქსუებული ჩინოვნიკების მხილებას", _ განაცხადა ნათია შარაშანიძემ.