(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ჩვენი” ინფორმაციით, სამშაბათს ლანჩხუთში იმყოფებოდნენ “გურიის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელები _ გაგა დეისაძე, ვანო კილაძე, დავით კეკელიძე და აკაკი დვალიშვილი. როგორც გავიგეთ, ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ კლუბიდან დათხოვნის გამო. მათ ლანჩხუთის გამგებელთან, გიორგი გოგუაძესთან შეხვედრა სურდათ, თუმცა როცა ფეხბურთელები გამგეობაში მივიდნენ, იმ დროს რაიონის პირველ პირს სამსახურებრივ საქმეზე მოუხდა შენობიდან გასვლა. დღის ბოლომდე ის გამგეობაში აღარ დაბრუნებულა და აქედან გამომდინარე, მისი ფეხბურთელებთან შეხვედრა არ შედგა. შეგახსენებთ, რომ ზემონახსენებ ფეხბურთელთა გუნდიდან დათხოვნის შესახებ ინფორმაცია ექსკლუზიურად გავავრცელეთ. მიზეზად, ბოლო შეხვედრებში “გურიის” წარუმატებელი გამოსვლა (წაგება “ზოოვეტთან” და საშინაო ფრე “სულორთან) დასახელდა.