"ნაციონალური მოძრაობა" ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი ქართველი სამხედრო კურსანტის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს.
"საქართველოსთვის დიდი დანაკლისია ასეთი წარმატებული ახალგაზრდების დაკარგვა – ახალგაზრდების, რომლებიც ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძოდნენ და ბევრი სასარგებლო საქმის საკეთებლად ემზადებოდნენ არა მარტო საკუთარი სამშობლოსათვის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსათვის. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებსა და ახლობლებს", – ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.