"გურია ნიუსის" კორესპონდენტის ავტომობილი, რომლითაც მისი მეუღლე გადაადგილდებოდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და საბუთების წარდგენა მოსთხოვეს.
როგორც მათ ავტომობილის მძღოლს განუცხადეს, ჯარიმა უნდა გამოეწერათ, რადგან მეუღლის მანქანას სპეციალური საბუთის გარეშე მართავდა.
მოგვიანებით, ისინი ყვავილების თაიგულით დაბრუნდნენ და საჩუქარი ავტომობილის მფლობელთან (მეუღლესთან) 8 მარტის მისალოც ბარათთან ერთად გაატანეს.