საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, გასაღების მიზნით საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ყალბი აშშ დოლარი, რომელიც საქართველოში შემოტანის შემდგომ გაასაღა საქართველოს მოქალაქეებზე.
საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით. საგამოძიებო სამსახური ასევე აგრძელებს მუშაობას იმის დასადგენად, თუ რა რაოდენობის ყალბი აშშ დოლარის შემოტანა და გასაღება მოხდა ქვეყნის ტერიტორიაზე.
დანაშაულებრივ ფაქტზე ძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.