(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩის #4 კორპუსის სახურავის შეკეთების საკითხი არაერთხელ დაისვა მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომაზე. ახლახან, შპს “ბუბა 2002”-მა მთლიანად შეცვალა აღნიშნული კორპუსის სახურავის ირგვლივ განლაგებული საწვიმარი მილები. სახურავიდან მიწამდე ყველა კუთხეში დააყენეს ახალი საწვიმარი ღარი, რაც თითოეულ ბინას მთლიანად დაიცავს წყლისა თუ თოვლის ნაჟურისგან.
_ წლების განმავლობაში გვაწუხებდა ეს პრობლემა, თოვლი, წვიმა თუ ქარიშხალი ხან ჭერიდან ჩამოგვდიოდა, ხან _ ფანჯრიდან. წელს კი ზამთარს შიშით აღარ შევხვდებით, ამოვისუნთქეთ, _ ამბობენ აღნიშნული კორპუსის მცხოვრებნი.