ქალაქ თბილისის მერიის ვებ-გვერდის www.tbilisi.gov.ge მომსახურებისთვის 2014 წელს 974,000.00 ლარი დაიხარჯა. აქედან, უშუალოდ მერიის ადმინისტრაციამ 24,000.00 ლარი გაიღო.
2014 წლის დადგენილების თანახმად, რომელიც 14 აპრილით თარიღდება, ა(ა)იპ "თბილისის პორტალის" მიერ 2014 წლის განმავლობაში საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სხვადასხვა ხარჯების დაფინანსება, ქ. თბილისის 2014 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით "საზოგადოების განვითარებისა და ინფორმირების ხელშეწყობის" ქვეპროგრამიდან განხორციელდა და თანხად 930 000 ლარი განისაზღვრა.
2014 წლის დადგენილების თანახმად, რომელიც 23 იანვრით თარიღდება, მერიის ადმინისტრაციამ ვებგვერდისთვის 24 000 ლარი გამოყო, რომელიც 29 იანვარს დანიშნულებისამებრ გადაირიცხა და სრულად გაიხარჯა.
2014 წლის დადგენილების თანახმად, რომელიც 7 თებერვლით თარიღდება, ა(ა)იპ "თბილისის პორტალის" მიერ საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სხვადასხვა ხარჯების დაფინანსება, ქ. თბილისის 2014 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით "საზოგადოების განვითარებისა და ინფორმირების ხელშეწყობის" ქვეპროგრამიდან განხორციელდა და თანხად 100 000 ლარი განისაზღვრა, რომელიც 11 თებერვალს დანიშნულებისამებრ გადაირიცხა. თანხა სრულად გაიხარჯა.
2014 წლის დადგენილების თანახმად, რომელიც 26 მარტით თარიღდება, ა(ა)იპ "თბილისის პორტალის" მიერ 2014 წლის მარტში საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სხვადასხვა ხარჯების დაფინანსება, ქ. თბილისის 2014 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით "საზოგადოების განვითარებისა და ინფორმირების ხელშეწყობის" ქვეპროგრამიდან დაევალა და თანხად 70 000 ლარი განისაზღვრა, რომელიც 2 აპრილს დანიშნულებისამებრ გადაირიცხა. თანხა სრულად გაიხარჯა.
რაც შეეხება დანარჩენ თვეებში გახარჯულ თანხებს ის "საზოგადოების განვითარებისა და ინფორმრირების ხელშეწყობის" ქვეპროგრამიდან გამოიყო და მათი ოდენობა ასე გამოიყურება:
2014.09.03 – 115,000. 00 ლარი – გაიხარჯა სრულად.
2014.04.03 – 103,000.00 ლარი – გაიხარჯა სრულად.
2014.05.08 – 103,000.00 ლარი – გაიხარჯა სრულად.
2014.06.09 – 103,000.00 ლარი – გაიხარჯა სრულად.
2014.07.04 -103,000.00 ლარი – გაიხარჯა სრულად.
2014.09.26 – 100,000.00 ლარი – გაიხარჯა სრულად.
2014.11.28 – 103,000.00 ლარი – გაიხარჯა სრულად
2014.12.25 – 50,000.00 ლარი – გაიხარჯა სრულად.
ქალაქ თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 თებერვლის მდგომარეობით, www.tbilisi.gov.ge -ს მომსახურებისთვის ხარჯი არ გაწეულა.