ბრაზილიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და საქართველოს კინოცენტრის მხარდაჭერით, რიო დე ჟანეიროს კულტურის ცენტრში ქართული ფილმების კვირეული გაიმართა.
ქართული ფილმების ჩვენება ბრაზილიაში 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და დღეს დასრულდა.
კინოჩვენებაზე დამსწრე საზოგადოებას ბრაზილიაში საქართველოს ელჩი ოთარ ბერძენიშვილი შეხვდა. გაიმართა დებატები თემაზე "ძველი და ახალი საქართველო – საუკუნეზე მეტი ხნის კინემატოგრაფია".
კინოკვირეულის ფარგლებში ბრაზილიელ მაყურებელს ქართული მხატვრული ფილმები: "ჩემი ბებია“, "გაღმა ნაპირი“, "გაიღიმეთ“, "ფიროსმანი" და "მონანიება“ უჩვენეს.