2015 წლის თებერვალში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 132 ერთეული შეადგინა,
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, მათ შორის 96.8% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 3.2% – არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი). ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.944 დონეზე დაფიქსირდა.
ა.წ. თებერვალში ზრდა დაფიქსირდა წინა თვესთან (22.1%-ით), ხოლო კლება – წინა წლის იმავე თვეს-
თან (1.5%-ით) შედარებით.
2015 წლის თებერვლის თვეში წინა თვესთან შედარებით ცალსახად გაიზარდა როგორც სამეწარმეო სუბიექტების (22.1%-ით), ისე არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა (19.8%-ით). საპირისპირო ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის კლება 0.6%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის კლება 22.2%-ით.
ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარ-
მეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.941 და 1.047 დონეებზე დაფიქსირდა.
ა.წ. თებერვლის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2230 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 54.0%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 654 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 40.0%) სახით. როგორც ჩანს,
ბიზნეს სუბიექტთა 94.0% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე
თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 131 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 102 კოოპერატივი, 7 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 5 სააქციო საზოგადოება, 2 უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი და 1 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება.