დედაქალაქის ვიცე-მერის თანამდებობაზე ირაკლი ლექვინაძე ნინა ხატისკაცს შეცვლის. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა – თბილისის" თავმჯდომარე, ირაკლი აბესაძე ავრცელებს.
როგორც აბესაძემ დღეს გამართულ პრესკონფრენციაზე განაცხადა, მერიაში "გაუგებარი საკადრო გადაწყვეტილებების მიღების პროცესი" გრძელდება.
"ჩვენი ინფორმაციით, ნინო ხატისკაცის ადგილზე ირაკლი ლექვინაძე დაინიშნება", _ განაცხადა აბესაძემ.
ცნობისთვის, დედაქალაქის მერიაში კიდევ ერთი საკადრო ცვლილება იქნება – მერის უკვე ყოფილ მოადგილეს, ავთანდილ მარგიშვილს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილის შეცვლის.
დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მოადგილეების კანდიდატურების საკრებულოსთვის წარდგენას 12 მარტისთვის აპირებს.