გურია ისევ გუბერნატორის მოლოდინშია. ამ დრომდე უცნობია როდის დანიშნავს პრემიერი მხარის პირველ პირს. გასული წლის ბოლოს, ირაკლი ღარიბაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე "გურია ნიუსს“ უთხრა, რომ გუბერნატორს იანვარში დანიშნავდა:
"გურია ძალიან მიყვარს. გურიის გუბერნატორს განსაკუთრებით ვარჩევ და იანვარში დავნიშნავ", – გვითხრა ირაკლიღარიბაშვილმა.
მას შემდეგ სამი თვე გავიდა, თუმცა მთავრობის კანცელარიიდან არაფერი ისმის. პრემიერის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობენ. პირდაპირ პრემიერთან გაგზავნილი ჩვენი მესიჯიც უპასუხოდ დარჩა.
ჩვენი ინფორმაციით, ამ დრომდე გურიის გუბერნატორად ორი კანდიდატურა განიხილება _ გოჩა მეგრელიშვილისა და ვლადიმერ ( ვოვა) არობელიძის.
გოჩა მეგრელიშვილი სპეციალობით ინჟინერია.
მისი სამუშაო გამოცდილება ასეთია: 1988 -1990 წლები ჩოხატაურის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველო, საყოფაცხოვრებო მომსახურება, ინჟინერ-სპეციალისტი;1993 -1994 წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის საგზაო პოლიციის სამმართველო, საგზაო ზედამხედველობის და მოძრაობის ორგ. ინჟინერი; 1994 -1995 წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის საგზაო პოლიციის სამმართველო საგზაო ზედამხედველობის და მოძრაობის ორგ. უფროსის მოადგილე; 1995 -1996 წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის საგზაო პოლიციის სამმართველო, სპეც. განყ. ძებნის უფროსი ინსპექტორი; 1996 -1997 წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შს მთავარი სამმართველო, ავტოსაგზაო შემთხვევების მომკვლევი; 1997 -1999 წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შს მთავარი სამმართველოს გენერალური ინსპექცია, უფროსი ინსპექტორი; 1999 -2003 წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენერალური ინსპექცია განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფ.ინსპექტორი; 2003 – 2004 წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის საპატრულო პოლიცია, სპეციალიზირებული განყოფილების მომკვლევი; 2004 -2006 წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, აჭარის ავტ.რესპუბ. საპატრულო პოლიციის მთ. სამმართველო უფროსის მოადგილე; 2006 წწ. იუსტიციის სამინ. სასჯელ-აღსრულების დეპარტამენტი, ბათუმის დაწესებულება, უფროსი; 2006 წწ. იუსტიციის სამინ. სასჯელ-აღსრულების დეპარტამენტი, ქუთაისის მკაცრი რეჟიმის №2 დაწესებულება, უფროსი; 2007 წლის იანვარში იუსტიციის სამინისტრო სასჯელ-აღსრულების დეპარტამენტი, თავჯდომარის მოადგილე (განთავისუფლების მიზეზი – პირადი პატაკი); პოლიციის და იუსტიციის პოლკოვნიკი.
მეგრელიშვილი აჟამად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნების" წევრი და 2012 წლიდან დღემდე გურიის რეგიონის კოორდინატორია.
მეორე კანდიდატის _ ვოვა არობელიძის ბიოგრაფიის შესახებ ინფორმაცია მწირია. არობელიძე, ჟურნალისტის ნანა ლეჟავას მეუღლეა.
1995-96 წლებში ამერიკაში ქართულ-ამერიკული კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი იყო; საქართველოში დაბრუნებული ბიზნესით დაკავდა.
2005-2006 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში. 2010-2012 წლებში სტუდია GNS-ის დირექტორი იყო.
ამჟამად კომპანია SN GEOGRIA-ს დამფუძნებელი და დირექტორია.
გურიის გუბერნატორობაზე პრეტენზიას კიდევ ერთი – რამინა (რიმა ბერაძე) აცხადებდა. იგი სიორიძეების რძალია.
ბერაძემ, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ გუბერნატორობას ოზურგეთელები ეხვეწებიან:
"ოფიციალურად ჩემთვის შემოთავაზება არ ყოფილა. უბრალოდ, მიკავშირდებიან ტელეფონით ოზურგეთიდან და მეხვეწებიან წამოდიო, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი თემა არ არის," _ ეს განცხადება რამინა ბერაძემ, რომელიც ამჟამად თბილისის საკრებულოს "ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეა იანვრის ბოლოს გააკეთა.
ბერაძეს საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი აქვს დამთავრებული. როგორც საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ბაქოს უმაღლესი პოლიტოლოგიის სკოლა (პარტიული სკოლა) და საქართველოს ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტიც დაუმთავრებია.
კვალიფიკაციით ეკონომისტ–ორგანიზატორია, სპეციალობით ეკონომისტი დაპოლიტოლოგი.
მისი სამუშაო გამოცდილება ასე გამოიყურება: 2012 – დან დღემდე – მპგ "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“–ს ჩუღურეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე; 2005/2007- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თბილისის საგადასახადო დეპარტამენტიის ინსპექციის აპარატის ადმინისტრაციის უფროსი; 1996/2005 – საქართველოს პრეზიდენტის აპარატის დსთ–ს და "მშვიდობიანი კავკასიის“ განყოფილების უფროსი; 1992/1995 -ქ. ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის ქალაქის მერის პირველი მოადგილე;
1985/1992 -ქ. ოზურგეთის კპ რაიკომის მდივანი; 1984/1985 – მშენებარე პანსიონატ „მთის ბროლი“-ს დირექტორი; 1977/1985 -ს/მ სამთო ქიმია ოზურგეთის მადანთა სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობებზე; 1977/1984 – ოზურგეთის მაღაროთა სამმართველო, კადრების განყოფილების გამგე.