(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ “ახალი მემარჯვენეების” ჩოხატაურის ორგანიზაციის ლიდერმა, ვახტანგ გაჩეჩილაძემ, პარტია დატოვა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გაჩეჩილაძე ივანიშვილის გუნდში გადადის. “გურია ნიუსთან” საუბრისას ყოფილი მემარჯვენე ამბობს, რომ ორ თვეზე მეტია, რაც პარტია დატოვა. მისივე თქმით, ჯერჯერობით ალიანსი შექმნილი არ არის და შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება, კონკრეტულად რომელ პარტიაში გადავა, არ მიუღია.
გაჩეჩილაძე გელა ლომინეიშვილმა ჩაანაცვლა, რომელიც რამდენიმე წელია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის სამსახურის უფროსი იყო და მისი თანამდებობა გახმაურებულ ბახმაროს სკანდალს შეეწირა.



























































