აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს სუბსიდირების ხარჯზე ხდება, ხოლო რა იქნება მომავალში, ამასთან დაკავშირებით მთავრობა და ხელისუფლება იმსჯელებს.
"ტარიფებთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადება, რომ შენარჩუნებული იქნება პირველ მაისამდე ეს ტარიფები და ეს ხდება ჩვენი ბიუჯეტის სუბსიდირების ხარჯზე. რა თქმა უნდა, მთავრობამ უნდა იმსჯელოს მომავალში უნდა გაგრძელდეს თუ არა სუბსიდირება. დღეის მდგომარეობით სუბსიდირება რომ არ განხორციელებულიყო ლიცენზიატი კომპანია ზარალზე გადიოდა და ჩვენ ხომ არ გვინდა ენერგეტიკის დაკაგვა, პირიქით, ჩვენ წინ ვიხედებით, მომავალს ვუყურებთ და გვინდა განვითარებული, განათებული, ძლიერი საქართველო", – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ საუბარია 15 მილიონი ლარის სუბსიდირებაზე.