ალუდა გოგლიჩიძე თბილისის მერის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ის თბილისის მერიის ახალგაზრდულ ცენტრს უხელმძღვანელებს.
გოგლიჩიძეს, ისევე როგორც თბილისის მერის კიდევ ერთ ყოფილ მოადგილეს , ალექსანდრე მარგიშვილს გაწეული საქმიანობისთვის დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა.