აღნიშნულის შესახებ დღეს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ისაუბრა.
"ერთი მხრივ, აუცილებელია, რომ არასრულწლოვნების ინტერესებს მოვარგოთ სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა გავაგრძელოთ ეფექტურად ბრძოლა დანაშაულის წინააღმდეგ. ამისთვის ჩვენ შემოგვაქვს შემდეგი პრინციპი: როგორც კი არასრულწლოვანი მოიხდის სასჯელს, ეს სასჯელი ჩაითვლება გაქარწყლებულად გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის თავიდან ჩაიდენს დანაშაულს, რა შემთხვევაშიც ''გაცოცხლდება'' ნასამართლეობა'', – განმარტა წულუკიანმა.