თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა მის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტბებეს ფეისბუქში აკეთებს:
"არ მიყვარს საკუთარ თავზე აჟიოტაჟის ატეხვა, მაგრამ რადგან მოხდა ასეთი ამბავი, მოკლედ დავწერ: ვიყავი საპატრულო პოლიციაში ჩემს პირად საქმეზე (მართვის მოწმობა მქონდა ასაღები), სადაც ვითომ "დაკავებული" სადღობელაშვილი სამინისტროს ეზოში სეირნობდა და პოლიციის თანამშრომლებს ემუსაიფებოდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ვიცი ბოლო 2 კვირაა სუს-ის დავალებით გვიწვევს პროვოკაციაზე ეს სუბიექტი, ავარიდე თავი რამდენადაც შეიძლებოდა, თუმცა ჯერ სიტყვიერად გამომიწვია, მერე კოკა-კოლას ბოთლი მესროლა.
პოლიცია არ ჩარეულა. გაწევ-გამოწევის და აყალმაყალის შემდეგ შევედი შენობაში და ჩემს საქმეზე მივმართე კანცელარიას, რამდენიმე წუთში მოვიდნენ დამატებით პოლიციელები და დამაკავეს, ხელბორკილებით და მთელი ატრიბუტებით. პოლიციის მხრიდან შენობაში უხეშობას ადგილი არ ჰქონია, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მითითებით მომხსნეს ხელბორკილებიც.
დღეს გამოძახებული ვარ სასამართლოზე.
ძალიან კარგად ნაცნობი სცენარია, ზუსტად ასე 9 წლის მანძილზე როგორც კი ვიწყებდით აქციებს ან სხვა სახით გამოვხატავდით პროტესტს, მაშინვე იწყებოდა ინტერნეტით თუ ტელეფონით, მუქარა, შეურაცხყოფა, გინება და პროვოკაციები ქუჩაში.
სამწუხაროა თუ ასევე გაგრძელდება. პროვოკატორების დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან აგონიის ნიშანია.
ჩემის მხრივ, მიუხედავად მომხდარისა, მივმართავ ხელისუფლებას -კონსტრუქციულ ოპოზიციას ეურთიერთეთ დიალოგის და არა პროვოკაციების გამოყენებით" _ წერს კუკავა.
შეგახსენებთ, რომ კახა კუკავა, გუშინ როცა პარლამენტის შენობასთან გამართული აქციის დაკავებული მონაწილეები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაჰყავდათ, კუკავასა და ლადო სადღობელაშვილს შორის სიტყვიერი შელაპრაკება მოხდა, რასაც შემდგომ "თვისუფალი საქართველოს" ლიდერის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 146-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) დაკავება მოჰყვა.