პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემელაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლისთვის საჭირო შემდეგი რეკომენდაციები გააცნო:
_ პრივატიზების პროცესის დაჩქარება; სავიზო რეჟიმის შემსუბუქება; საგადასახადო ტვირთის შესუსტება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ინვესტიციებზე; ახალი რეგულაციების შემოღების პრევენცია; მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა; შესაბამისმა სამინისტროებმა (სოფლის მეურნეობის, კულტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების) გაააქტიურონ მუშაობა ტურისტების ნაკადის გაზრდის მიზნით; ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაჩქარება; საქართველოში საერთაშორისო კონფერენციებისა და სხვა სახის ღონისძიებების მასპინძლობა; არსებული ინვესტორების შესაძლო პრობლემების მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად მოგვარება; ექსპორტის წახალისება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა; ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების მაქსიმალური შემცირება; მნიშვნელოვანი რეფორმების დაჩქარება, _ ასეთია ტყემალაძის რეკომენდაციები, რომელიც ეროვნული ბანკის დარიგებით სრულდება:
_ ეროვნულმა ბანკმა გააგრძელოს პარლამენტის მიერ დადგენილი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში მისი პოლიტიკა და უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა, _ ნათქვამია ტყემელაძის რეკომენდაციებში.