გასული კვირის მანძილზე საზოგადოება ისევ ღელავდა, შფოთავდა და ფუთფუთებდა ისეთი მნიშვნელოვანი თემების გარშემო, როგორიცაა თერჯოლის გამგებლის ავტომობილი, პარლამენტში მანდილოსნების რაოდენობა თუ 21 მარტის დაანონსებული აქცია. ყველა მათგანს სოციალურ ქსელში საკმაოდ საინტერესო პოსტები მიეძღვნა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გავიგე, 21-თვის ამაზონზე იწერს ხალხსო, მართალია?
ვარ მაღალი, მომხიბვლელი გარეგნობის. 21 მარტს ო.შ.მიზნით რუსთაველზე შევხვდები ნებისმიერი გარეგნობის და წარსულის ქალბატონს (სასურველია დაქალები წამოიყვანოს). კობა ხაბაზი.
როგორც უკვე იცით, ხმაური დილის 7 საათიდან ღამის 11 საათამდე – 40 დეციბალს, ხოლო საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე – 30 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.
ამიტომ არ გაგიკვირდეთ, 21 მარტს, რუსთაველის გამზირზე, აქციის რომელიმე გამომსვლელი ანთებული სახით და შემართული მუშტით თუ დაიჩურჩულებს: საქართველოს გაუმაააარ!….
თქვენც ჩურჩულითვე უპასუხეთ: ჯოს! ჯოს! ჯოს!
ჩვენ ხომ კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ.
21 მარტს, ყველას გელოდებით რუსთაველზე.
ბიძინას უნდა ვეჩურჩულოთ!
ახლახან, ვიღაცამ დაწერა აქ: ვინც 21 მარტის აქციაზე წავა, ცოცხალ დეფის ნახავსო და ამით, ფაქტობრივად, მთელი საქართველო დარაზმა.
აბა, რომელი ჭკუათმყოფელი გაუშვებს ხელიდან ასეთ შანსს?!
თერჯოლის მერი რა მაგარი კაცია, არაა? მაგარი მანქანის სანომრე ნიშანი TE 041 RJ გააძრო ტიპმა და ბაბასილნახევარი „მიცუბიში პაჯერო“, ისეთი როო თვით ავთოიე ბერიძეს დარჩება პირი ღია. ა, ძმაო, იცის ხალხმა ვაზელინის ხმარებაი? გოუდის ზიპინი? გენაცვალე ოცნება შენე, სანთლით ნაძებნ კადრებში.
ამ „გენდერული თანასწორობის კვოტებზე“ გამახსენდა… როცა ხორვატიას იღებდნენ ევროკავშირში, ოფიციალურ ცერემონიაზე ერთ-ერთმა ევროპული ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დიდის ამბით განუცხადა: ვხედავ თქვენთან სექს უმცირესობებია ძალიან ცოტა და რა ხდებაო? გადაირია ხორვატიის პრეზიდენტი, არ გვყავს ბატონო ხორვატიაში ამეზე მეტი „სექს უმცირესობა“ და საიდან გავზარდოთ რაოდენობა, ვერ ვგებულობო. მოკლედ, ცოტა დააკლდა ოფიციალური ცერემონიის ჩაშლას. ხოო და ე, ბატონო, თუ არ გვყავს ამდენი პოლიტიკოსი ქალი და არ უნდათ ქალბატონებს პოლიტიკოსობა, ჩვენ საიდან დავხატოთ, საიდან მოვიყვანოთ?
კესარია პარლამენტში ქალების კვოტით შევა, თუ კაცების?
„ეროვნული მოძრაობის“ დროს რომ იყო ლამბერსექსუალები, იმის 2%-იც არაა ახლა. უკან მივდივართ, თუ რა ხდება?
"იმდენჯერ მიღალატეს, თავი სამშობლო მგონია"…
ვინც ბრაზილიაში მარტო იმიტომ არ მიდიოდით, რომ ვიზას არ გირტყამდნენ, გამოდით, უნდა დაგთვალოთ!