1.ნურასოდეს გაარტყამ შენზე პატარას, სუსტია და დაიჩაგრება. ნურასოდეს შეებრძოლები შენზე დიდს, ძლიერია და გაგთელავს. ჯერ შენს სულს შეებრძოლე და იმ ორივეს, სუსტს და ძლიერს დაამარცხებ, გამარჯვებული გამოხვალ და ღვთის წინაშე გამართლდები.
2. სინდისი პატარა ღმერთია. ძილის წინ კარგად დააკვირდი შენს საქციელს მთელი დღის განმავლობაში, რას აკეთებდი, რა არ მოგეწონა, სად სცოდე, რა არ უნდა გეთქვა და სხვა, ანგარიში ჩააბარე შენს თავს, მუდამ ყურადღებით და ფხიზლად იყავი შენი თავის მიმართ
3. დაღაცათუ იხილოთ კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი, იწაზე ნურავის განიკითხავ, დაბადებულსა ღვთისასა. რამეთუ მათი სადავები უფალს მიშვებული აქვს, მათ ასე უნდა იპოვონ ღვთის გზა და შეინანონ. შენი სადავები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას, უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები. უფალმა მეძავი შეიწყალა, ავაზაკი აცხოვნა.
4. კარგია,როცა თავს ძალას დაატან და მოყვასს ფეხს დაბან,მაგრამ ჭეშმარიტი თავმდაბლობაა,როცა ძალიან გიყვარს ადამიანი და შენ თვითონ გიჩნდება სურვილი, რათა მას ფეხები დაბანო.
5. რასაც გული დაგაჯერებს, – ღვთის ნებაც ის არის.
6. თუ ღვთის მცნებებს არ იცავთ, ნუ დაღლით უფალს ბევრი ლოცვით, არ მოგისმენთ. თუ კეთილ საქმეს არ აკეთებთ, თქვენი ლოცვა მკვდარია.
7. ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, მისი სახით ქრისტე შეგიძულებია,და სასუფევლისაგან შორსა ხარ…
8. საჭმელზე მეტად ადამიანების სიყვარული უნდა გშიოდეს და ღვინოზე მეტად მათი სიყვარული უნდა გწყუროდეს.
9 ნურვის ეგონება, სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია, სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ.
10 . ყველაფერი რომ გქონდეს და სიყვარული არ გაგაჩნდეს, ჩათვალე, რომ არაფერი გაგაჩნია