ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მერაბ ჭანუყვაძეს ახალი თანაშემწე ჰყავს. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, გენდერული თანასწორობის საკითხებში გამგებლის თანაშემწე ნია მექვაბიშვილი იქნება.
"ვადასტურებ ინფორმაციას, რომ დავინიშნე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწედ გენდერული თანასწორობის საკითხებში", _ გვითხრა ნია მექვაბიშვილმა.
ნია მექვაბიშვილი ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრია.