კავშირი "ჩვენი ბავშვები" – Union "Our Children" ორგანიზებით და ინიციატივით, სოციალურ ქსელში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მხარდამჭერი ფოტო კამპანია იმართება.
21 მარტი – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა, ვისაც მხარდამჭერ ფოტო კამპანიაში მონაწილეობა სურს, აუცილებლად უნდა გადაიღოთ ფოტო სოლიდარობის სიმბოლოს ჭრელი წინდის გამოყენებით.
ფოტოები ატვირტეთ სოციალურ ქსელებში. დაურთეთ შემდეგი ჰეშთეგები#ჩვენიბავშვები #WDSD #RockYourSocks #WDSD2015.
წლევანდელი წლის სლოგანი: მე ვირჩევ თანასწორობას, დაცულ უფლებებს და ოჯახის თანადგომას
ფოტო მხარდამჭერ აქციაში უკვე ჩაერთო, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე, მაკა ჩიჩუა; იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი; პარლამენტარები, თინათინ ხიდაშელი, თამუნა კორძაია; შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე; მსახიობი ზურაბ ყიფშიძე; მუსიკოსი რობი კუხიანიძე; ჟურნალისტი ია ანთაძე, ჟურნალისტი ნინო დარასელი და ა.შ.