აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მდივანი პეტრე ზამბახიძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ავთანდილ ბერიძეს დეპუტატზე განხორციელებული თავდასხმის შეფასებისკენ მოუწოდებს.
როგორც მან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, 3 დღის წინ, ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მას თავს თავს დაესხნენ და კვერცხები ესროლეს, თუმცა ავთანდილ ბერიძე ამ ფაქტს არ გამოხმაურებია.
ოპოზიციონერი დეპუტატი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს უყურადღებობასა და გულგრილობაში ადანაშაულებს.